პროევროპული პარტიების დიდი კოალიცია ევროპარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს

ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა. ეგზიპტოლების მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ პროევროპული პარტიების დიდი კოალიცია ევროპარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს. წინასწარი მონაცემებით, ევროპარლამენტში 720-დან 398 დეპუტატი პროევროპული კოალიციიდან იქნება.

ცნობილია, რომ უმრავლესობით წარმოდგენილი ევროპის სახალხო პარტია EPP 181 დეპუტატით იქნება, სოციალისტები და დემოკრატები (S&D) 135 დეპუტატით, პარტია ევროპულ განახლებას (Renew Europe) კი 82 დეპუტატი ეყოლება.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნები დღეს დასრულდა. 4 დღის განმავლობაში ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანაში ამომრჩევლები ხმის მისაცემად მიდიოდნენ, რათა ევროპარლამენტის 720 დეპუტატი აერჩიათ.  ამ დროისთვის 15 ქვეყნის წინასწარი შედეგებია ცნობილი.

მსგავსი თემები