დაპირისპირება ბათუმში – არიან დაჭრილები და დაშავებულები

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, გვიან ღამით, დაპირისპირება მოხდა. როგორც ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, არიან დაჭრილები და დაშავებულები.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტში რესტორნის სტუმრები მონაწილეობდნენ, ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც მოგვიანებით კონფლიქტში გადაიზარდა.

მსგავსი თემები