ბაღდათის ორ სოფელში სეტყვამ ხეხილის 80% გაანადგურა

სეტყვამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვენახების, ხეხილის 80% დააზიანა – რთული ვითარებაა როგორც პირველ, ასევე მეორე ობჩაში. სტიქიამ გაანადგურა ნათესები, დააზიანა ხეხილი და ვენახები. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

“სეტყვა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. მსხვილი კოხი იყო. ვენახი, ფოთლები, მტევნები, რასაც მოხვდა ყველაფერი ჩამოყარა ძირს. დააზიანა ხილი. პომიდორი მქონდა, სულ ძირს ჩამოყარა. დაახლოებით 80% გაანადგურა“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

მსგავსი თემები