რუსეთი აფრიკელ სტუდენტებს საომრად უკრაინაში აგზავნის – Bloomberg

რუსეთი აწარმოებს გლობალურ კამპანიას უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცების გადაბირების მიზნით სულ მცირე 21 ქვეყანაში, მათ შორის აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოში. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთი მომგებიან პრემიებს და ხელფასს ჰპირდება, სანაცვლოდ მათ კონტრაქტორების გაფორმებას სთხოვს.  ამის შესახებ ინფორმაციას, Bloomberg-ი ავრცელებს. ამავე ცნობით,  კრემლი ასევე აგზავნის ათასობით მიგრანტს და უცხოელ სტუდენტს, რათა იბრძოლონ რუსეთის ჯარებთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ომში.

„ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის პიონერული ტაქტიკის გამოყენებით, რუსი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად იმუქრებიან, რომ არ გაუხანგრძლივებენ ვიზებს აფრიკელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მუშაკებს, თუ ისინი არ დათანხმდებიან შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას“ – წერს გაზეთი ამ საკითხთან დაკავშირებით მცოდნე ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

 

 

მსგავსი თემები