ბრიტანელი ტელეწამყვანი საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს

ბრიტანელი ტელეწამყვანი მაიკლ მოსლი საბერძნეთის კუნძულ სიმიზე გარდაცვლილი იპოვეს. მას რამდენიმე დღეა ეძებენ. მედია წერს, რომ 67 წლის კაცი უგზო-უკვლოდ ოთხშაბათს მას შემდეგ დაიკარგა, რაც სანაპიროზე სასეირნოდ მარტო წავიდა.

“ეს, რა თქმა უნდა, ისაა” – თქვა ქალაქის მერის მოადგილემ, ნიკიტას გრილისმა, ოფიციალური იდენტიფიკაციის მოლოდინში.

მსგავსი თემები