“საქრთველოში “ბუსტერ” დოზად დაშვებული იქნება ჯერ Pfizer და შემდგომ Sinivac-ი, Sinopharm-ი” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან, საქართველოში “ბუსტერ” დოზად Pfizer, Sinivac-ი, Sinopharm-ი იქნება გამოყენებული.

“AstraZeneca-ზე ბუსტერ დოზაზე არ გამიგია. მაგრამ მიდის საუბარი, რომ Sinivac-ის, Sinopharm-ის და AstraZeneca-თი აცრილები, “ბუსტერ” დოზით აიცრან Pfizer-ით, ანუ Pfizer-ი ერთგვარი უნივერსალურია “ბუსტერ” დოზისთვის და ჩინეთში “ბუსტერ” დოზისთვის იყენებენ საკუთარ ვაქცინას, Sinivac-ს და Sinopharm-ს. ასე რომ, დიდი ალბათობით, ეს ჩემი პროგნოზია, “ბუსტერ” დოზად დაშვებული იქნება ჯერ Pfizer და შემდგომ Sinivac-ი, Sinopharm-ი,”-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები