ლიეტუვა ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს. ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო უწყება ავრცელებს.

„ჩვენ ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს საკუთარი საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“-  ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები