ჯიმ ო’ბრაიენი სომხეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი 10-12 ივნისს სომხეთში ჩავა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, ო’ბრაიენი სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდება და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას განიხილავს.

სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სომხურ-ამერიკული სტრატეგიული დიალოგის შეხვედრას უხელმძღვანელებს, რომელზედაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მხრივ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს შეაფასებს და შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს.

მსგავსი თემები