ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დაიკავებს.

მსგავსი თემები