“26 ოქტომბერს მოსახლეობა საბოლოოდ დაასანქცირებს მოღალატე ოპოზიციას“- პაპუაშვილი

„26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა საბოლოოდ დაასანქცირებს ამ მოღალატე ოპოზიციას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან, მათი მარტო გვარი და სახელია ქართული, დანარჩენი სხვა – არიან ჩვეულებრივი მარიონეტები უცხო ქვეყნის ხელში“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნის „წარბის აწევაზეც“  კი ყველაფერს შეცვლიან.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ეს კი ნამდვილად საინტერესოა მთლიან პროცესში. აქ ყველაზე მეტად საინტერესოა არა თავად სავიზო შეზღუდვების ნაწილი, არამედ ოპოზიციის რეაქცია. ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნის ერთი წარბის აწევაზე შეუძლიათ, მთლიანად შეცვალონ ყველაფერი. ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარია არა საკუთარი ქვეყნის ინტერესი, არამედ უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის აწეული წარბი და ნათქვამი სიტყვები. ასე არიან, სამწუხაროდ, ოპოზიციაში“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები