სტუდენტური მოძრაობის ლიდერს თავს დაესხნენ

სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერს, 21 წლის ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნერგაძეს რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც თავად ნიკო მანაგაძემ აღნიშნა, მას თავის არეში გამიზნულად ურტყამდნენ.

„ლექციიდან გამოვდიოდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან და ამ დროს, როცა ავტობუსის გაჩერებისკენ მოვდიოდი, უკნიდან ჩარტყმა ვიგრძენი. არც დამინახავს, რომ შევბრუნდი, ბუნებრივია, მეც შევუბრუნე ხელი. ჩანთა დაუვარდა, ის ჩანთაც ავიღე და ისე ვცდილობდი თავდაცვას. ამის შემდეგ მეორე, მესამე, კიდევ რამდენიმე პირი მოვიდა, ალყაში ვიყავი, არც მახსოვს რამდენი იყვნენ. სახეზეც არ მახსოვს ეს ხალხი, პირდაპირ თავში, გამიზნულად მირტყამდნენ“- განაცხადა ნიკო მანაგაძემ.

მსგავსი თემები