დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენს „ბოროტი ძალები“ აკონტროლებენ

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის მოქმედ ლიდერს, ჯო ბაიდენს „ბოროტი ძალები“ აკონტროლებენ. ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

„ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ. ჩვენ ვებრძვით ძალიან ბოროტ ძალებს და ისინი ძალიან ჭკვიანები არიან. ეს არიან ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ ბაიდენს. ეს სრული სიმართლეა. შესაძლოა, მათ ნამდვილად სჯერათ საკუთარი ავადმყოფური იდეოლოგიის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი თემები