„იარაღით შევაშინებ-მეთქი“- ვარკეთილში ორი ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებული პატიმრობაში დატოვეს

ვარკეთილში, ორი ადამაიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ იური კალანდარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე მისი გათავისუფლებას ითხოვდა. როგორც ბრალდებულმა პროცესზე თქვა, არავისთვის არაფრის დაშავება არ სურდა.

“არავისთვის არაფრის დაშავება არ მინდოდა. ბევრჯერ დამარტყეს. უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვგრძნობდი, რომ გონებას ვკარგავდი და გავიქეცი იქით ოთახში. მომსდევდნენ… იარაღით შევაშინებ-მეთქი, როგორც კი ამოვიღე მომკიდეს ხელი და წართმევა უნდოდათ ამ იარაღის” – ამბობს ბრალდებული.

ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

 

მსგავსი თემები