“თავისუფლების სიგნალი” – თბილისში, რეგიონებსა და უცხოეთში, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

29 დეკემბერს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გაიმართება. აქცია სახელწოდებით – “თავისუფლების სიგნალი” თბილისში, რეგიონებში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიმართება.

საზოგადოება კიდევ ერთხელ მოითხოვს ქართველი ექიმის გათავისუფლებას და საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, ზუსტად 7 საათზე, ერთდროულად საავტომობილო სიგნალით გააპროტესტებს.

პარალელურად მწერლები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას დღეს თბილისში გამართავენ.

მსგავსი თემები