,,ძვირფასო ქართველებო, დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპულ პარტიები” – როთი

,,ძვირფასო ქართველებო, დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპულ პარტიები”, – წერს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი Facebook-ზე.

,,ძვირფასო ქართველებო, გმადლობთ რომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოხვედით ქუჩებში და ევროპული საქართველოსთვის იბრძვით.

პოლიტიკა საკმაოდ რთული რამ არის. პოლიტიკა არ არის ბინძური, მას პოლიტიკოსები აბინძურებენ – ეს ყოველივე კარგად ვიცი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება. ამიტომაც, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპულ პარტიები.

პოლიტიკური ცვლილებებისთვის ბრძოლა საპარლამენტო დემოკრატიის ფონზე მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაა; საქართველო ამას იმსახურებს!”, – წერს როთი.

მსგავსი თემები