„გაეროს რეზოლუცია ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს“- ილია დარჩიაშვილი

„ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. მინისტრმა 4 ივნისს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური მზარდი დინამიკა. მისივე ინფორმაციით, რეზოლუციის მხარდამჭერი წელს 103 ქვეყანა გახდა.

„ისევე, როგორც გასულ წლებში, წელსაც, გაერო-ს წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა მიეცათ, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 64 ქვეყანა შეუერთდა” – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მინისტრმა განმარტა, რომ დოკუმენტის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს უმაღლესი საერთაშორისო ფორუმის დღის წესრიგში.

 

მსგავსი თემები