„ინდივიდუალური სანქციები უნდა იყოს“ – ნატალია საბანაძე

,,ინდივიდუალური სანქციები უნდა იყოს. არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, შვილებს აშშ-ში ასწავლონ”, – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ გააკეთა.

კონგრესში, სადაც საქართველოს შესახებ მოსმენა მიმდინარეობს, ნატალია საბანაძემ სადამსჯელო ღონისძიებების გატარების საჭიროებაზე ისაუბრა, მას ჰკითხეს, რა ზომების მიღება შეუძლია აშშ-ის ქართველი ხალხის დასახმარებლად.

გარდა სანქცირებისა, საბანაძემ საპარლამენტო არჩევნებზე ხანგრძლივი დამკვირვებლების საჭიროებაზე ისაუბრა.

„ინდივიდუალური სანქციები უნდა იყოს მათ წინააღმდეგ, ვინც რუსულ კანონზე პასუხს აგებენ. მაგალითად, არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთ შვილებს აშშ-ის ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში ასწავლონ, ასევე, სხვა მიმართულებებით.

თუმცა, ეს სამოქალაქო სექტორზე, საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც ამ დემოკრატიული მიმართულების მხარდამჭერია, არ უნდა აისახოს. ასევე, არჩევნების თემა – ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ხანგრძლივი დაკვირვება”, – ამბობს საბანაძე.

მსგავსი თემები