ისრაელმა დაადასტურა, რომ დაღუპულია კიდევ 4 მძევალი

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს ღაზის სექტორში, “ჰამასის” ტყვეობაში მყოფი კიდევ 4 მძევლის სიკვდილს. ხაიმ პერის, იორამ მეცგერის, ამირამ კუპერისა და ნადავ პოპლევერის ოჯახებს აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობეს.

“ჰამასის” ტყვეობაში მათი დაღუპვის გარემოებები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, იუწყება IDF, რომელიც ამბობს, რომ ის იყენებს “მრავალფეროვან მეთოდებს ღაზას სექტორში დარჩენილი მძევლების შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად”.

IDF-ის მთავარმა სპიკერმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ მძევლები რამდენიმე თვის წინ მოკლეს და მათი ცხედრები ჯერ კიდევ “ჰამასის” ხელშია. IDF-ის განცხადებით, ოთხი მძევლის დაღუპვის შესახებ ცნობის ოფიციალურად დადასტურება ეფუძნება დაზვერვის მონაცემებს და ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა კომიტეტის დასკვნას.

მსგავსი თემები