,,ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა, რუსები ამბობენ, რომ კარგად იქცევით ბიჭებოო” – პრეზიდენტი

ქართული ქარტიის ხელმოწერასთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა დასავლელი პარტნიორებისა და რუსი ოკუპანტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა:

,,რუსული კანონის მიღებამ ძალიან შეცვალა, სხვა მასშტაბში გადაგვიყვანა იმ დღიდან, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი, ევროპელები თუ ამერიკელები, მთელი დასავლეთი და ყველა ორგანიზაცია, ყველამ დაგმო ეს კანონი და თქვა, რომ ამას ადგილი არ აქვს ევროპაში და ამ კანონით ვერ მიგიღებთ. ამაზე ნათელი გზავნილი არამგონია, რომ საქართველოს ოდესმე მიეღოს. მაგრამ ესეც ვერ გაიგო მმართველმა გუნდმა და ეს პროცესი გადავიდა სხვა განზომილებაში.

ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ან-ან-ის საკითხი დადგა. ან აღვადგენთ იმ ევროპულ გზას, რომელზედაც ვიდექით ისე თუ ასე, ხან ჩქარა, ხან ნელა, მაგრამ ვიდექით, ან ვერ დავაბრუნებთ და მივდივართ სულ სხვა მიმართულებით, კოლაბორაციონიზმი დაარქვით, თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ეს არის სხვა მიმართულება, რომელიც გვაახლოებს იმ ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც სხვათა შორის, ძალიან აფასებს ყველა განცხადებას და ყველა ნაბიჯს მიღებულს მმართველი გუნდის მიერ. ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა და რუსები ამბობენ, რომ კარგად იქცევით ბიჭებოო”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები