„სირცხვილის გრძნობა ისეთივე უცხოა თქვენთვის, როგორც სამშობლოს სიყვარული“ – მიმართვა დეპუტატებს

საქველმოქმედო კონცერტი – „ევროპული მომავლისთვის“ ქართული ტრადიციული ფოლკლორით გაიხსნა. აქცია-კონცერტზე სიტყვით გამომსვლელები მოკლე განცხადებებს აკეთებენ, ძირითადი ნაწილი კი მუსიკალური ნომრებითაა დატვირთული.

„სირცხვილის გრძნობა ისეთივე უცხოა თქვენთვის, როგორც სამშობლოს სიყვარული“  – ასე მიმართეს ორგანიზატორებმა იმ დეპუტატებს, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“ მხარი დაუჭირეს. ასევე, მოიყვანეს, ის კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ ხვდებიან მოქალაქეები ამ დეპუტატებს სხვადასხვა ადგილას „მონას“ ძახილით და აღნიშნეს რომ სწორედ ეს არის დღეს მათი  რეალური სახელი.

შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედი კონცერტი  მათ მხარდასაჭერად იმართება, ვინც საპროტესტო აქციებზე დაიჭირეს და დააჯარიმეს. ნაწილი კი ისევ საპატიმრო დაწესებულებაში რჩება.

 

მსგავსი თემები