დეპუტატ ვიქტორ სანიკიძეს „სამარცხვინო“ უწოდეს (ვიდეო)

„ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს, მისი კოლეგის ელისო ბოლქვაძის მსგავსად  „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერის გამო “მონა” და “მოღალატე” ეძახეს. დეპუტატს უხერხული სიტუაცია მოქალქეებმა დღეს ვაკის პარკში შეუქმნეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელშიც რამდენიმე ადამიანის ხმა ისმის.

„სამარცხვინოები ხართ, დემაგოგობთ. ძალიან უხერხულია. თქვენს შვილებს არცხოვრებთ რუსეთში. თქვენ, რომ დაგასანქცირებენ ყვლეას – უბრალოდ სახელმწიფომ რა დააშავა“- ეუბნება სანიკიძეს მოქალაქე.

თავად ვიქტორ სანიკიძე მოქალაქის საუბარს დემაგოგიას უწოდებს.

 

მსგავსი თემები