„მამუკა ხაზარაძემ ჩააგდო ანაკლიის პორტი“- ღარიბაშვილი

“როგორ შეიძლება ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრობდეს ადამიანი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი. ვგულისხმობ,­მამუკა ხაზარაძეს! სრული ფიასკო განიცადა მისმა პროექტმა!“- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, „ლელოს“ ლიდერმა ინვესტორები დაღუპა.  ღარიბაშვილის განმარტებით, ყველას უნდა უხაროდეს, რომ სტრატეგიულ პორტში ჩინეთის ინტერესი დაფიქსირდა.

„ვისაც ესმის ლოჯისტიკა, თუ ზოგადად ტვირთების საკითხი, საიდან შეიძლება მოვიზიდოთ დამატებითი ტვირთები, ვისაც წარმოდგენა აქვს შუა დერეფნის განვითარების შესახებ, საერთოდ კითხვა არ უნდა არსებობდეს, პირიქით, ყველას უნდა უხაროდეს, რომ ჩინეთის ინტერესი დაფიქსირდა ამ სტრატეგიულ პორტში. კარგად ვიცით, რომ ამ [შუა] დერეფნის განვითარების ჭრილში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის მონაწილეობას. მიუხედავად, ჩვენი არაერთი მოწოდებისა უცხოელი პარტნიორებისადმი, სამწუხაროდ, არ გამოჩნდა არცერთი დასავლური კომპანია“- ამბობს ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, უცხოელი პარტნიორებისადმი არაერთი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, არცერთი დასავლური კომპანია არ გამოჩნდა. ღარიბაშვილი ასევე ამბობს, რომ ჩინეთთან ეკონომიკური აქტივობა აქვს ამერიკას და ევროპასაც.

„ჩინეთთან ეკონომიკური აქტივობა და ვაჭრობა აქვს ამერიკას, ევროპას. ვხედავთ, რომ ბევრი ევროპის წამყვანი ლიდერის ვიზიტს ჩინეთში და პირიქით ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს საფრანგეთში და ევროპის შუა გულში. ეს ნორმალურია. ნუ ვიქნებით დაკომპლექსებული, დაღდასმული აზროვნებით. ჩვენ ყველა სიტუაცია საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი ქვეყნისთვის. თუ რაიმე კონტრაქტი იქნება ჩინეთთან, ამერიკასთან, ევროპასთან და სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ყველაფერი მისასალმებელია“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები