„ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ!”- ღარიბაშვილი

„შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, ამას კი სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი და საუბარი. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ“- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ უვიჟო რეჟიმი „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. რაც შეეხება, შესაძლო,  სანქციებს მის ოჯახის წევრებზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მის შვილს და ოჯახს თავად მიხედავს.

“ქართულმა ოცნებამ“ მოგიტანათ უვიზო რეჟიმი. დღეს თქვენ თავისუფლად, რომ გადაადგილდებით ევროპაში და არ გიწევთ რიგებში დგომა და სავარაუდო უარი ევროპული სახელმწიფოების საკონსულოებიდან, ეს უნდა დააფასოთ. ეს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენ, რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომელზეც ვთანხმდებით. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან და ევროპასთან. თუმცა, შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, ამას კი სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი და საუბარი. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ.

ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ!” – განაცხადა მედიასთან ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები