„ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერით, ომი უფრო ხანგრძლივი იქნება“- ზელენსკი

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერით, ომი უფრო ხანგრძლივი იქნება. ეს ცუდია მთელი მსოფლიოსთვის და ჩინეთის პოლიტიკისთვის, რომელიც ამბობს, რომ პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს არის მთავარი პრინციპები”- განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ აგრესორ ქვეყანას მხარი არ უნდა დაუჭირონ.

„არასოდეს არ უნდა დაუჭირო მხარი ქვეყანას, რომელიც აგრესორია. შეიძლება ვინმე არ იყოს ამ სახელმწიფოს პოლიტიკის წინააღმდეგი. სამწუხაროდ, შეიძლება ვინმე არ იყოს წინააღმდეგი, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, როცა მხარს უჭერ ამ პოლიტიკას. ეს მიანიშნებს, რომ ცხოვრებაში იგივე წესებს იცავ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი სახელმწიფოს პოლიტიკა, პრინციპში, სწორედ ეს არის – მხარი დაუჭიროთ აგრესორს“, – განაცხადა ზელენსკიმ „შანგრი-ლა დიალოგის“ კონფერენციის ფარგლებში უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

 

 

მსგავსი თემები