ვოლოდიმერ ზელენსკი ლოიდ ოსტინს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. შეხვედრა სინგაპურში შედგა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

„ძალიან მადლობელი ვართ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ მიღებული სამხედრო დახმარების პაკეტის გადამწყვეტ მნიშვნელობას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ლოიდ ოსტინმა ასევე ისაუბრეს F-16-ების კოალიციაზე, კერძოდ, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების დასაჩქარებლად.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ახლა უკრაინელების, ჩვენი ქალაქების, თემებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სიცოცხლის დასაცავად. ეს გადამწყვეტია“ – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები