წარწერამ, ,,დაფინანსებულია EU-ს მიერ”, თელავის მერი გააბრაზა და ბანერები მოგლიჯა

ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, თელავში მშვიდობის პარკი გაიხსნა. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერები მიიტანეს, წარწერებით, რომ პარკი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ!

ამ ფაქტმა იქ მყოფი თელავის მერი გააღიზიანა. ლევან ანდრიაშვილმა ბანერები საკუთარი ხელით აიღო და სხვა პირებს გაატანა, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

,,დღეს თელავში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მშვიდობის პარკი გაიხსნა!

მერიამ დიდი სიხარულით გახსნა, ხოდა ამ ზეიმს ჩვენც შევუერთდით, სამოქალაქო საზოგადოება. უბრალოდ, პატარა შეხსენებები გავაკეთეთ! – ,,ეს პარკი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ!”.

კი თელავში ევროკავშირმა ბევრი სიკეთეები გააკეთა, რასაც მერია იბრალდებს… ხოდა, თან ამასთან ერთად ჩვენი ბანერებიც ამოგლიჯა თელავის მერმა და ბრაზით შემოგვიბღვირა ყველას!

რავიცი, რა პრობლემაა, ლევან, ოღონდ თქვენ არ ინერვიულოთ და არავის ვეტყვით, რომ აგენტების დაფინანსებული პარკი გახსენით!

ყველგან გაიგებთ ჩვენს ხმას, არა ბიჭოს და გვძინავს”, – წერს ფეისბუქზე ნინო ბოჭორიძე.

მსგავსი თემები