,,თავდასხმა ენმ-ის ცენტრალურ ოფისზე ,,ქართული ოცნების” სისუსტისა და აგონიის მანიშნებელია” – მიხეილ სააკაშვილი

ენმ-ის ცენტრალურ ოფისზე მომხდარ თავდასხმას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმარება:

,,გუშინდელი თავდასხმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისზე არის “ქართული ოცნების” სისუსტისა და აგონიის მანიშნებელი.

დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ისეთი ძლიერია როგორც არასდროს”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ს ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი გასულ ღამეს დაესხა თავს. მათ ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის ინვენტარი დააზიანეს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

მსგავსი თემები