“უნდა აღიარო, რომ არ გინდოდა ამ ადამიანისთვის ზიანის მიყენება” – მამა ანდრია პოლიტიკურ შერიგებაზე

ბოლო პერიოდში აგორებულ ერთ-ერთ ხმაურიან თემაზე, პოლიტიკურ შერიგებასა და წყენის დავიწყებაზე მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა დანაშაულის აღიარება. 

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა, შერიგება კარგია, თუმცა, საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.                                          

„შევეცდები, მსჯელობებში არ შევიდე. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი – ჩვენ, როგორც ყოფით ცხოვრებაში ვართ მიჩვეული, როდესაც გავანაწყენებთ ადამიანს და რაღაცას დავუშავებთ, იმისთვის, რომ კვლავ ერთსულოვანი ვიყოთ და შევრიგდეთ, ამას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ქრისტიანული მოძღვრება მკაფიოდ განსაზღვრავს, რაც არის, ეს არის – უნდა აღიარო, რომ არ გინდოდა ამ ადამიანისთვის ზიანის მიყენება თუ წყენინება, შენდობა ითხოვო და ეს იმდენად გულწრფელი უნდა იყოს, რომ მისგან მიიღო ეს შენდობა. ეს უნდა იყოს საფუძველი დანარჩენი ყველაფრის, თორემ ისე, ინიციატივა, რა თქმა უნდა, კარგია“ –  განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები