ნინოობა მცხეთის დედათა მონასტერში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პირველ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს – წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს – მისი გარდაცვალების დღეს. წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.

მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. საზეიმო წირვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება.

წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, წმინდა ნინოს სახელობის მცხეთის დედათა მონასტერში საზეიმო წირვა ჩატარდა.

მსგავსი თემები