რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს – დაშავებულებს შორის 8 ბავშვია

რუსეთმა ხარკოვის ოლქში, ბალაქლია დაბომბა, შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 8 ბავშვი. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პოლიცია ავრცელებს.

,,1 ივნისს მტერმა ისკანდერ-K სარაკეტო კომპლექსიდან კერძო სექტორის ტერიტორიაზე მდებარე დასასვენებელ ზონას შეუტია. ცეცხლი კერძო სახლებში გაჩნდა. დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა,” – წერია განცხადებაში.

პოლიციის ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები