,,ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე” – ზახაროვა კობახიძის სიტყვაზე, აფხაზ და ოს და-ძმებთან ცხოვრების სურვილზე

,,ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე”, – ასე გამოეხმარა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი იქნება „აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად“.

,,ორი სუვერენული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა თავიანთი სათქმელი უკვე თქვეს… ვინაიდან ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე, მოდით, ასევე ვუპასუხოთ. თუ იქნება მოქმედებები, რომლებზეც პრაქტიკული პასუხი იქნება გასაცემი, ამის გაკეთება ჩვენც ვიცით”, – თქვა ზახაროვამ.

აქვე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას თქვა, რომ ,,ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრები არ არიან”.

მსგავსი თემები