რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 75-75 ტყვე გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინულ მხარეს ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა აღნიშნულის შესახებ უკრაინელი სამხედროები ტელეგრამარხებში წერენ.

ბოლო თვეების განმავლობაში მხარეებს შორის ეს ტყვეების პირველი გაცვლაა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ის არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით შედგა.

სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინას 212 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა. მანამდე რუსეთის სახელმწიფო დუმაში განაცხადეს, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთს 45 რუსი სამხედროს ცხედარი დაუბრუნა.

მსგავსი თემები