უკრაინამ და შვედეთმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

„ისევ და ისევ აუცილებელია იმის თქმა, რომ თქვენ ფაქტობრივად იბრძვით არა მხოლოდ თქვენი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შვედეთს უკრაინისთვის გაგზავნილი მხარდაჭერისთვის.

„თქვენ ხედავთ, რომ რუსეთი ომის გაფართოებას ცდილობს. ამის შეჩერება მხოლოდ ერთად შეგვიძლია“, – აღნიშნა ზელენსკიმ სტოკჰოლმში, შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტენსოთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის ასევე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ნორვეგიასთან და ისლანდიასთან.

მსგავსი თემები