„დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს რომ ვერ მიუახლოვდეს, მხოლოდ ერთი გზა არსებობს, საარჩევნო ყუთთან“ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს რომ ვერ მიუახლოვდეს, მხოლოდ ერთი გზა არსებობს, საარჩევნო ყუთთან“, – წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.

თავად დონალდ ტრამპმა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს „სირცხვილი“ და „გაყალბებული“ უწოდა და სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ საქმეზე გავლენა ბაიდენის ადმინისტრაციამ მოახდინა. „ნამდვილ განაჩენს ხალხი 5 ნოემბერს გამოიტანს“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.

მსგავსი თემები