„ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია“- ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით,  ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე პრიორიოტეტული საკითხია შშმ პირთა დასაქმება.

„შშმ პირთა უფლებებზე მუშაობა გაგრძელდება იმ საუკეთესო სტანდარტების გამოყენებით,რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს ახალმა კანონმა დაადგინა. მთავარ სამომავლო გეგმად უნდა გამოვყოთ მუშაობის აქტიურად გაგრძელება ე.წ. ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით მოსამზადებლად.  ამ მიმართულებით ასევე პრიორიტეტი იქნება სერვისების ხარისხი და იმ დეფიციტების აღმოფხვრა, რაც დაკავშირებულია შშმ პირთა დასაქმებასთან“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძე ამბობს, რომ ცალკეული ადამიანების მხრიდან, ისტერიკის და პანიკის დათესვის მცდელობაა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეუქმნან პანიკური მდგომარეობა, თითქოს მათი შვილებისთვის მკურნალობა აღარ იქნება ხელმისაწვდომი.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს არის უტიფარი ტყუილი“- აღნიშნა მან.

მსგავსი თემები