“ჩვენ მართლაც უკმაყოფილონი ვართ ახალი კანონით“- ჩეხეთის საგარეო საქმეთა მისნისტრი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ უარყოფითად შეაფასა საქართველოში “უცხოეთის გავლენების მატარებელთა შესახებ” კანონის მიღება. მინისტრის განცხადებით, საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ გააგრძელებდა ევროპულ გზას. ამის შესახებ მან, 30 მაისს პრაღაში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, ისაუბრა.

“ჩვენ მართლაც უკმაყოფილონი ვართ ახალი კანონით. საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ გააგრძელებდა ევროპულ გზას, რაც ასევე გულისხმობს ევროპული ფასეულობების ერთიან გაგებას“- განაცხადა მინისტრმა.

 

მსგავსი თემები