ჩინეთი ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტოს შეტევა რაფაზე

ვთხოვთ ყველა მხარეს, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები და მტკიცედ მოვუწოდებთ ისრაელს, გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება“ – ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მაო ნინგმა ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასთა გააკეთა.

მისი განცხადებით, ჩინეთი შეშფოთებულია ისრაელის ქმედებებით.

„ჩინეთი უკიდურესად შეშფოთებულია ისრაელის სამხედრო ოპერაციით რაფაში. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მესამედ გამოსცა ბრძანება პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დროებითი ზომების შესახებ და პირველად ცალსახად მოითხოვა სამხედრო შეტევის შეწყვეტა შესაბამის რეგიონში. ეს ასახავს მსოფლიოს კონსენსუსს და მტკიცე მოწოდებას ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ჰუმანიტარული კრიზისის დეესკალაციის შესახებ. შესაბამისი დროებითი ღონისძიებები ეფექტიანად უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მალე“ – აცხადებენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.

მაო ნინგის შეფასებით, ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი.

„ჩინეთის პოზიცია პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე თანმიმდევრული და ნათელია. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონს, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ვთხოვთ ყველა მხარეს. დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები და მტკიცედ მოვუწოდებთ ისრაელს, გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება და შეწყვიტოს შეტევა რაფაზე. მსოფლიომ ერთად უნდა იმუშაოს ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის დეესკალაციისა და დასასრულებლად“- განმარტავენ საგარეო უწყებაში.

მსგავსი თემები