ჩინეთ-ევროპის სარკინიგსო ექსპრესმა 223 ქალაქსა და 23 ქვეყანას მიაღწია   

გასულ შაბათ-კვირას, ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესზე (CRE)  90 000-ზე მეტი მგზავრობა და 380 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ტვირთის გადაზიდვა დაფიქსირდა. როგორც ჩინეთი საგარეო სამეთა სამინისტროში განმარტავენ, ჩინეთ-ევროპისა და ზოგადა, გლობალური ვაჭრობა მზარდია და სარკინიგზო ექსპრესი ევროპის  223 ქალაქს აღწევს.

„როგორც „ქამარი და გზის“ თანამშრომლობის ფლაგმანი პროექტი და ბრენდი, ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესმა (CRE) ევროპის 223 ქალაქს და 25 ქვეყანას მიაღწია  და დააკავშირა 100-ზე მეტი ქალაქი აზიის 11 ქვეყანაში. ბოლო 8 წლის განმავლობაში, წლიური მოგზაურობები გაიზარდა 1,702-დან 17,000-მდე, წლიური ტვირთის ღირებულება 8 მილიარდი აშშ დოლარიდან 56,7 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. CRE-მ უდავოდ გახსნა „ოქროს არხი“ ვაჭრობისთვის ევრაზიაში“ – აცხადებს სამინისტროს პრესსპიკერი მაო ნინგი.

მისივე შეფასებით, სწორედ ამ კავშირს მოაქვს აყვავებული ინდუსტრია.

„რასაც CRE ატარებს არის საქონელი, მაგრამ რაც მას მოაქვს არის შესაძლებლობები და იმედი. CRE არა მხოლოდ აჩქარებს და უფრო მოსახერხებელს ხდის ჩინურ და ევროპულ საქონელს ერთმანეთის ბაზარზე. ასევე, განავითარებს ახალ ლოგისტიკურ სერვისებს. ის  ორმხრივად მომგებიან ვაჭრობას ემსახურება.

ჩვენ ვიმუშავებთ ქვეყნებთან ერთად, რათა ხელი შევუწყოთ CRE-ის მაღალხარისხიან განვითარებას, მივცეთ მეტი სტაბილურობა მსოფლიო ეკონომიკაში და მივცეთ მეტი მამოძრავებელი ძალა საერთო განვითარებისთვის“ – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

 

მსგავსი თემები