„კიევს ომის პარტია მართავს“- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის , სერგეი ლავროვის განცახდებით, კიევს „ომის პარტია“ მართავს და სიტყვით ცდილობს რუსეთის დამარცხებას.

„კიევს „ომის პარტია“ მართავს და ცდილობს, როგორც მინიმუმ სიტყვით, დაამარცხოს რუსეთი „ბრძოლის ველზე“. ასეთ პირობებში ძნელი წარმოსადგენია დიალოგი მშვიდობის შესახებ“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, 2022 წლის 30 სექტემბრიდან უკრაინაში რუსეთთან მოლაპარაკებები იურიდიულად აკრძალულია.

„რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის სამართლებრივ სტატუსს 20 მაისის შემდეგ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოიწურა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ საკითხზე საკმაოდ მკაფიოდ ისაუბრა“, – აღნიშნა ლავროვმა.

 

 

მსგავსი თემები