„საქართველოს სჭირდება ევროკავშირში და ასევე NATO-ში გაწევრიანება“-  ჯულიან სმიტი

„ძალიან ცხადია, რომ საქართველოს ხალხს მტკიცედ სურს დასავლური ინსტიტუტებისკენ მოძრაობა. მათ აქვთ ღრმა რწმენა, რომ საქართველოს სჭირდება ევროკავშირში და ასევე NATO-ში გაწევრიანება“- განაცხადა NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ჯულიან სმიტმა.

ჯულიან სმიტის განმარტებით,  საქართველოში უახლოეს ხანში ან წარსულში ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებში, ასევე იმ კადრებით, რომლებშიც ვხედავთ ათობით ათას ყველა ასაკის ადამიანს, რომლებიც გამოდიან ქუჩებში და ამით ეწინააღმდეგებიან „უცხოური ჩარევის კანონს“ და  გამოხატავენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე სურვილს.

„რთულია, ვერ შეამჩნიო, რა სურს ქართველ ხალხს. სწორედ ამ მიზეზით, აშშ-მა დაგმო უცხოური ჩარევის კანონის მიმართულებით მოძრაობა და ის, რა მიმართულებითაც წავიდა “ქართული ოცნება” უკანასკნელ კვირებში. თქვენ მოისმინეთ, რომ აშშ გეგმავს ქმედებებს მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას და მუშაობს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ საქართველოს შიგნით. კერძოდ, გადავხედავთ სავიზო პოლიტიკას. თქვენ მოისმინეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება ამის შესახებ. ასე რომ, აშშ-ის პოზიცია მკაფიოა და შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი გზავნილები ისმის NATO-ს სხვა წევრებისგან. ანალოგიური გზავნილები მოისმინეთ ევროკავშირისგანაც. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ მოისმინოს ხალხის ნება და ამის მიხედვით განავითაროს პოლიტიკა. სწორედ ამისკენ ვუბიძგებთ “ქართულ ოცნებას”- ამბობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აშშ-ის ელჩი.

 

 

მსგავსი თემები