„რუსეთი უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ბირთვულ სიგნალად განიხილავს“- ლავროვი

„რუსეთი უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ბირთვულ სფეროში სიგნალად განიხილავს, ეს თვითმფრინავები განადგურდება ისევე, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა იარაღი და მათი გამოჩენა არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე“- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამბობს, რომ ეს არის ნატო-ს მიზანმიმართული სასიგნალო ქმედება.

„F-16 გამანადგურებლები უკვე დიდი ხანია არის მიწოდების მთავარი საშუალება ეგრეთ წოდებული ნატო-ს ერთობლივი ბირთვული მისიების ფარგლებში, ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია არ მივიჩნიოთ ამ სისტემების მიწოდება კიევის რეჟიმისთვის, როგორც ნატო-ს მიზანმიმართული სასიგნალო ქმედება ბირთვულ სფეროში. ცდილობენ გავიგოთ, რომ აშშ და ნატო მზად არიან ყველაფრისთვის უკრაინაში “ – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები