მოსკოვში ხანძარია – ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120-ზე მეტი მეხანძრე

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ორი ვერტმფრენი ჩართო მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში. რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია სამრეწველო-სასაწყობე შენობას. მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

სააგენტო „ტასი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120-ზე მეტი მეხანძრე და 40 ერთეული ტექნიკა, მათ შორის კა-32 და მი-26 ტიპის ვერტმფრენები.

მსგავსი თემები