ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზაში 78 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში 78 ადამიანი ემსხვერპლა. სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში ისრაელის არმიის ტანკებმა ეგვიპტის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ რაფაჰის ცენტრს მიაღწიეს. „ჰამასთან“ და „ისლამურ ჯიჰადთან“ დაპირისპირების დროს ისრაელის არმიის სამი ჯარისკაცი დაიღუპა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი ცაჩი ჰანეგბი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ომი, სულ მცირე, 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

მსგავსი თემები