„ეს არჩევნები იქნება,  რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის“- ეკა გიგაური

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, არასამთავრობო სექტორი არ დაემორჩილება ე.წ „რუსულ კანონს“. მისივე განმარტებით, არჩევნები იქნება, რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის.

“ამ 149 დღის განმავლობაში ჩვენ უნდა შევიდეთ ყველანაირ წინააღმდეგობაში. იცით თქვენ, რომ არასამთავრობო სექტორი არ დაექვემდებარება და არ შეასრულებს რუსული კანონის მოთხოვნებს. ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი და არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის. ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ არჩევნებამდე უნდა მივიდეთ ყველანი, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ევროპა”- ამბობს გიგაური.

 

მსგავსი თემები