„მე და ბელარუსი ხალხი თქვენ გვერდით ვართ“-ბელარუსი ოპოზიციონერი ქართველ ხალხს

ბელარუსმა ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა არ შეწყვიტონ. როგორც მან, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აღნიშნა, ის და ბელარუსი ხალხი ქართველების გვერდით არიან.

„რა თქმა უნდა, საქართველოც და ბელარუსიც იმსახურებს, რომ იყვნენ დამოუკიდებელი, ევროპელი ერები. ჩვენი ერების მომავალი ევროპაშია და არა – რუსეთთან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნები, ორი ერი – ბელარუსი და ქართველი ხალხი – ცხოვრობდა იმპერიის ჩრდილში, რუსეთის იმპერიის ჩრდილში და ეს საკმარისია. ორივე ერი იმსახურებს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ევროპულ მომავალს“ – აცხადებს ტიხანოვსკაია.

ბელარუსი ოპოზიციონერი განმარტავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექი შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რაც მოხდა ბელარუსში.

“ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რაც მოხდა ბელარუსში, სადაც დღეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ლიკვიდირებულია, განადგურებულია თავისუფალი მედია, პოლიტიკური სივრცე ცარიელია… იმედი მაქვს, რომ ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი ერთად იპოვის გამოსავალს ევროპული მომავლისთვის” – აცხადებს ტიხანოვსკაია.

მსგავსი თემები