„საფრანგეთი წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო“- საფრანგეთის საგარეო უწყება

“საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, 28 მაისს მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, რომლის კანდიდატიც არის საქართველო”- ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი გააგრძელებს, საქართველოს ევროპული გზის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

“საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მათი მუშაობისა და უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და გაძლიერება. ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები