“ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეობას, რომ დამთავრდეს სპეკულაცია”- მამუკა ხაზარაძე

“შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე, ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, თითქოს რაღაცას ვაკეთებ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს ,“ – ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან ერთად საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მათ აღკვეთის ღონისძებაზე უნდა იმსჯელონ.

შენობაში შესვლამდე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებას. ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტიდან ჩამოცილებაზე გადაწყვეტილება იმიტომ, მიიღეს, რომ მათ სურთ დასრულდეს სპეკულაციები, თითქოს, ისინი ბანკს და აღნიშნულ პროექტს ეფარებიან.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ანაკლია არის შემოტრიალება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამოდ კარიბჭედ დაფიქსირება აზიასა და ევროპას შორის, მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომლებთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და ორი დღის წინ ისევ ამ ქაოსში ჩაგვაგდეს. ეს არის ასევე მიმართული აბსოლუტურად გაუგებარი რამ, რომ ამბობენ, რომ ანაკლიას ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობა იძახის და მეორე მხრივ, პირდაპირ ღიად ებრძვიან ამ პროექტს. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები