„ეს საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხია“ – სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფის საქართველოს მესამე პრეზიდენტი ანაკლიის ნავსადგულის ჩინური კონსორციუმისთვის ჩაბარების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს  საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხია.

„ამასობაში, ვაზიანის ამერიკული სამხედრო ტრენერების ცენტრთან ერთად, ჩინელებისთვის ანაკლიის (ლაზიკის) გადაცემას აპირებენ. ეს საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და ჩვენი დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია. ჩინელები და რუსები დღეს ერთი და იგივეა და სტრატეგიულ აქტივებში მათი შემოყვანა სასიკვდილო მარცხის მატარებელია“, – ვკითხულობთ სააკაშვილის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები