,,მე მოვაწერ ხელს” – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი პრეზიდენტს გუშინვე გადაეგზავნა, თუმცა იმის გამო, რომ დიდი ალბათობით სალომე ზურაბიშვილი მას ხელს არ მოაწერს, პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტზე მისი ხელმოწერა იქნება.

,,კანონი გუშინვე გადაიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ველით ახლა ხელმოწერას, დიდი ალბათობით, გასაგებია, რომ ხელს არ მოაწერს და მე მოვაწერ ამ კანონს ხელს”, – თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, კონსტიტუციით, თუ პრეზიდენტი გადაცემიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს არ აწერს, ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

მსგავსი თემები