,,მინდა მივულოცო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა” – კალაძე

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენმა საზოგადოებამ იხილა წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და დავიცავით საკუთარი ქვეყანა იმ სცენარისაგან, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში განხორციელდა; რომ გავბედეთ და მოვითხოვეთ პასუხი რატომ არ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც მოქმედებს როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

კალაძემ კანონის მიღება მიულოცა ყველას, „ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“.

„გუშინ პარლამენტის სესია იყო და მინდა გითხრათ, რომ დაძლეულია და კანონი „უცხოური გავლენის გამწვირვალობის შესახებ“ მიღებულია. მინდა მივულოცო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალს წყვეტდეს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამშვიდ და სტაბილურ გარემოში არჩევნების გზით, როგორც ეს ყველა დემოკრატიულ, ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებშია და არა გარე აქტორების ჩარევით.

დღეს საქარტველოს ბედი წყდება არა ხმლით, არა ტანკით, არამედ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით, განმტკიცებული, გონივრული, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით. გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყანა ყველა იმ უცხოური ძალების გავლენისაგან, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მისი დარღვევაა.

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენმა საზოგადოებამ იხილა წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და დავიცავით საკუთარი ქვეყანა იმ სცენარისაგან, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში განხორციელდა; რომ გავბედეთ და მოვითხოვეთ პასუხი რატომ არ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც მოქმედებს როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები